ავტორის შესახებ

Newchess.ge საიტის დამფუძნებელი ავთანდილ მემარნიშვილი დაიბადა ქ. თბილისში, 1947 წლის 8 იანვარს.
პროფესია: ინჟინერ-ქიმიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, აკადემიკოსი.

სრულად წაკითხვა

ავთანდილ მემარნიშვილი

იდეის ისტორია

ჭადრაკს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში. მას უძველესი ისტორია აქვს. მისი წინაპრის- ჩატურანგას სახელი მოხსენიებულია ჯერ კიდევ VI საუკუნეში. ინდოეთში. VII-VIII საუკუნეებში ჩატურანგა გარდაიქმნა შატრანგად, რომელიც ითვლება თანამედროვე ჭადრაკის უშუალო წინაპრად. შატრანგის ეპოქაში დაიწყო პარტიების ჩაწერა, რამაც ხელი შეუწყო საჭადრაკო წიგნების შექმნას. XIII-XV საუკუნეებში შატრანგი მნიშვნელოვნად დაიხვეწა და მიიღო სრულყოფილი თანამედროვე სახე. XVI საუკუნეში დამკვიდრდა და გავრცელდა თამაშის ბოლო წესი-როქი, ე.ი. თანამედროვე ჭადრაკი უკვე 400 წელზე მეტი ხნისაა.

ვებ-გვერდის შესახებ

გაიგეთ ყველაფერი საიტის შესახებ.

საიტის შექმნის მიზანია თქვენ, ჭადრაკის მოყვარულებმა შეადაროთ ერთმანეთს წარმოდგენილი ორი ახალი ჭადრაკი – ასუჯრედიანი ჭადრაკი და სუპერ-ჭადრაკი . თქვენ შეარჩიოთ საუკეთესო, რომელიც უფრო მეტად პასუხობს დღევანდელი 21-ე საუკუნის გაზრდილ მოთხოვნებს. ორივე ჭადრაკი შექმნილია 2005 წელს და როგორც გამოგონება დარეგისტრირებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტოს ,,საქპატენტის“ მიერ.

მხარდაჭერა

კონტაქტი

წერილი გაგზავნილია

მისამართი

საქართველო / თბილისი

+995 593 20 08 82

+995 551 22 00 90