იდეის ისტორია

ჭადრაკს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში. მას უძველესი ისტორია აქვს. მისი წინაპრის- ჩატურანგას სახელი მოხსენიებულია ჯერ კიდევ VI საუკუნეში. ინდოეთში. VII-VIII საუკუნეებში ჩატურანგა გარდაიქმნა შატრანგად, რომელიც ითვლება თანამედროვე ჭადრაკის უშუალო წინაპრად. შატრანგის ეპოქაში დაიწყო პარტიების ჩაწერა, რამაც ხელი შეუწყო საჭადრაკო წიგნების შექმნას. XIII-XV საუკუნეებში შატრანგი მნიშვნელოვნად დაიხვეწა და მიიღო სრულყოფილი თანამედროვე სახე. XVI საუკუნეში დამკვიდრდა და გავრცელდა თამაშის ბოლო წესი-როქი, ე.ი. თანამედროვე ჭადრაკი უკვე 400 წელზე მეტი ხნისაა.
ახალი ჭადრაკის შექმნის იდეა დაგვებადა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, როცა ოთხმოციან წლებში, ახალი რეგლამენტით (ექვს გამარჯვებამდე) მიმდინარეობდა ხანგრძლივი მატჩი, მსოფლიოს პირველობაზე, ანატოლი კარპოვსა და გარი კასპაროვს შორის. მაშინ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, უფრო მეტიც, მატჩი შეწყდა გაუთავებელი ყაიმების და მოპაექრეთა გადაღლის გამო. სწორედ მაშინ გაგვიჩნდა აზრი ჭადრაკის შესაძლებლობების ამოწურვის გარდუვალობის შესახებ, რაც უცილობლად ექვემდებარება, ნებისმიერ სფეროში, მატერიის დაბადების, განვითარების და სიკვდილის საყოველთაო კანონს.
ჩვენი საიტის დაფუძნება ჭადრაკისა და ზოგადად, საჭადრაკო სპორტული ცხოვრების სიცოცხლის გახანგრძლივების და გამრავალფეროვნების მცდელობაა. რომელიც ჯერ კიდევ 1985 წელს დაიწყო და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საპატენტო ექსპერტიზის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა მიზანმიმართული ქმედების გამო მიტოვებული იქნა,
ამ საუკუნის დასაწყისში საქართველოს ახალმა რევოლუციურმა გარდაქმნამ მოგვიწოდა ჩვენც საკუთარი წვლილი შეგვეტანა საერთაშორისო სარბიელზე ჩვენი სამშობლოს დამკვიდრებასა და აღმავლობაში საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული თამაშის საკუთარი მიმართულების შექმნითა და განვითარებით, რაშიც უცილობლად შეგვიწყო ხელი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,, საქპატენტის“ არსებობამ. ის რაც ასე მიუღწევადად დაგვანახეს საბჭოთა კავშირში, თურმე შესაძლებელი და სამართლიანად მიღწევადი ყოფილა. 2005 წლიდან ორივე გამოგონება დარეგისტრირრბულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტოს ,,საქპატენტის“ მიერ.
ასუჯრედიანი ჭადრაკი – AU 2005 8141 U;
სუპერ-ჭადრაკი – AP 2005 8439 A; GE P 2005 3625 B.
ჩვენს დროში ამ უძველესი თამაშის თეორიის განვითარებისა და სრულყოფილებისთვის გამოშვებულია უამრავი წიგნი. თანამედროვე ჭადრაკმა თითქმის მიაღწია თავისი განვითარების ზღვარს. ზედმიწევნით შესწავლილია და სისტემატურად მეორდება პარტიებში, ზოგჯერ 20 და მეტი სვლითაც, სადებიუტო ნაწილი, რომელთა უმრავლესობა ამის გამო უინტერესოა და პარტიებიც ძირითადად მთავრდება ყაიმით. აშკარად ჩანს, რომ თანამედროვე ჭადრაკმა ამოწურა თავისი შესაძლებლობა. ცხოვრებაში მუდმივი არაფერია, ყველაფერი იცვლება, ვითარდება. XXI საუკუნის მაღალგანვითარებული ადამიანის მოთხოვნილება ითხოვს დაკმაყოფილებას ჭადრაკის თამაშის სფეროშიც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად შემცირებულია საზოგადოების ინტერესი როგორც საჭადრაკო ტურნირებისადმი, ისე ზოგადად ჭადრაკისადმი. ჩვენი მიზანია საზოგადოების ფართო ფენების დაინტერესების სფეროში სოლიდური სეგმენტი დაიკავოს ახალმა ჭადრაკმა, თამაშის შესაძლო ვარიანტების გაზრდით, გართულებით და გამრავლფეროვნებით, რა თქმა უნდა ინდივიდუალური სტრატეგიული და კომბინაციური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
აქედან გამომდინარე, როგორც უკვე მოგახსენეთ, განსახილველად გთავაზობთ ორ გამოგონებას ასუჯრედიან ჭადრაკს და სუპერ-ჭადრაკს.

კონტაქტი

წერილი გაგზავნილია

მისამართი

საქართველო / თბილისი

+995 593 20 08 82

+995 551 22 00 90