ვებ-გვერდის შესახებ
Cსაიტის შექმნის მიზანია თქვენ, ჭადრაკის მოყვარულებმა შეადაროთ ერთმანეთს წარმოდგენილი ორი ახალი ჭადრაკი – ასუჯრედიანი ჭადრაკი და სუპერ-ჭადრაკი . თქვენ შეარჩიოთ საუკეთესო, რომელიც უფრო მეტად პასუხობს დღევანდელი 21-ე საუკუნის გაზრდილ მოთხოვნებს.
ორივე ჭადრაკი შექმნილია 2005 წელს და როგორც გამოგონება დარეგისტრირებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტოს ,,საქპატენტის“ მიერ.
ასუჯრედიანი ჭადრაკი – AU 2005 8141 U;
სუპერ-ჭადრაკი – AP 2005 8439 A; GE P 2005 3625
იმავე, 2005 წელს გამოიცა სამენოვანი წიგნი ,,სუპერ-ჭადრაკი, არსი და პერსპექტივა“, რომელშიც გამოთქმულია ავტორის, ავთანდილ მემარნიშვილის სუბიექტური მოსაზრება ასუჯრედიანი და სუპერ-ჭადრაკების შედარების შესახებ, მაგრამ მისივე, აზრით მთავარი შეფასება და მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენ ჭადრაკის მოყვარულებმა. ამიტომ ჩვენი საიტი გაძლევთ საშუალებას ორივე ჭადრაკზე წარმოდგენილი მასალების გაცნობის შემდეგ, გააკეთოთ არჩევანი და ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ ახალ ასუჯრედიან ან სუპერ-ჭადრაკს. შედეგად, დაგროვილი ხმების უმრავლესობით გადაწყდება, თუ რომელ ჭადრაკს მიეცემა შემდგომი განვითარების შესაძლებლობა.
ასევე მნიშვნელოვანია ყოველმა თქვენთაგანმა, საიტის შესაძლებლობის ფარგლებში გაწიოს ქველმოქმედება და გააკეთოს შემოწირულობა დაწყებული 1(ერთი) ლარიდან ზევით, შეძლებისდაგვარად შეუზღუდავად, მის მიერვე არჩეული ახალი ჭადრაკის განვითარებისთვის. რათა საერთო ეროვნული ძალიხმევით ხელი შევუწყოთ მსოფლიოში პირველად საქართველოში ახალი ჭადრაკის დამკვიდრებას და საქართველოს ღია ჩემპიონატის ჩატარებას.