სუპერ-ჭადრაკი
სუპერ-ჭადრაკი წარმოადგენს არაკვადრატულ საჭადრაკო დაფას, რომელიც შედგება 8 (რვა) ჰორიზონტალისა და 10 (ათი) ვერტიკალისაგან; 80 უჯრისგან და 40 ფიგურისგან. არაკვადრატულია თითოეული უჯრაც, რომლის ზომის ვერტიკალური მიმართულების ერთ პირობით ერთეულს შეესაბამება ჰორიზონტალური მიმართულების 0,95 პირობითი ერთეული. ამიტომ არათანაბარი რაოდენობის ჰორიზონტალებისა და ვერტიკალებისაგან შემდგარი, ტრადიციულისაგან სრულიად განსხვავებული საჭადრაკო დაფის არაკვადრატულობა დიდად არის თვალში საცემი.
სუპერ-ჭადრაკის ერთი ფერის ფიგურები დამატებით შეიცავს: ერთ სუპერ-ლაზიერს (სუპერს), ერთ ლაზიერს და ორ პაიკს. სუპერი განთავსებულია დაფაზე ლაზიერისა და მეფის ფიგურებს შორის, აერთიანებს ლაზიერისა და მხედრის სვლებს და ვიზუალურად წარმოადგენს ლაზიერს თავზე მხედრის გამოსახულებით. მეორე ლაზიერი განთავსებულია მეფისა და კუს ფიგურებს შორის.
№4 სურათზე მოცემულია სუპერ-ჭადრაკის დაფაზე თეთრი და შავი ფერის ფიგურების განლაგება.
სურ. №4
თეთრები: მეფე f1, სუპერი e1, ლაზიერები d1, g 1; კუები c1, h1; მხედრები b1, i1;
ეტლები a1, k1; პაიკები: a2, b2, c2, d2, e2, f2, g2, h2, i2, k2;
შავები: მეფე f8; სუპერი e8; ლაზიერები d8 g8; კუები c8, h8; მხედრები d8, i8;
ეტლები a8, k8; პაიკები: a7,b7,c7,d7,e7, f7,g7,h7,i7,k7;
აქვე ავღნიშნავ, რომ როგორც ტრადიციულს, ისე სუპერ-ჭადრაკს, დაფის ფიგურებით დატვირთვის კოეფიციენტი (დაფის უჯრების რაოდენობის შეფარდება ფიგურების რაოდენობასთან) ერთნაირი აქვს, ამიტომ თამაშის პროცესი ახალ სუპერ-ჭადრაკის დაფზე მოვლენათა ნაცნობი აღქმით ვითარდება.
ყველა ცნობილი ფიგურა მოძრაობს ისე როგორც 64-უჯრედიან ჭადრაკში. იგივეა თამაშის წესებიც, მხოლოდ რამდენიმე დამატებით.
მაგალითად როქის გაკეთება შეიძლება ორი ვარიანტით, ორივე მხარეს. პირველი ვარიანტით როქი კეთდება ჩვეულებრივად, ეტლი მიედგმება მეფეს e1 უჯრაზე და მეფე გადაადგილდება მარცხნივ d1 უჯრაზე. ეს არის ღია გრძელი როქი 0-0-0; ხოლო როცა ეტლი მიედგმება მეფეს მარჯვნიდან g1 უჯრაზე და მეფე გადაადგილდება მარჯვნივ h1 უჯრაზე იქნება ღია მოკლე როქი 0-0;
მეორე დამატებითი წესითაც ორივე მხარეს კეთდება როქი, ოღონდ მეფის მიდგმით ეტლთან და ეტლის გადაადგილებით მეფის მხარეს მეორე უჯრაზე. მას დახურული როქი ეწოდება და აღინიშნება ბრჩხილებში. როცა მეფე გადაადგილდება მარცხნივ ეტლთან b1 უჯრაზე, ხოლო ეტლი c1-ზე იქნება დახურული გრძელი როქი (0-0-0); როცა მეფე გადაადგილდება მარჯვნივ i1 უჯრაზე, ხოლო ეტლი h1-ზე – დახურული მოკლე როქი (0-0); ცხადია ანალოგიურად კეთდება როქი ორივე წესით შავი ფიგურებითაც.
განსხვავებულია თამაშის შედეგის შეფასებაც. მაგალითად პატი ითვლება გამარჯვებად. გამარჯვებული იწერს 2(ორ) ქულას. პატით წაგებულს ეწერება ½ (ნახევარი) ქულა. გამარჯვება შამათით ან მოწინააღმდეგის მიერ წაგების აღიარება შამათით ფასდება 3 (სამი) ქულით. წაგებულს ეწერება 0 (ნული) ქულა. ყაიმის შემთხვევაში ორივე მოთამაშეს ეწერება 1(ერთი) ქულა. ყაიმის დაფიქსირება შეიძლება მხოლოდ თამაშის პირველი საკონტროლო რეგლამენტის გასვლის შემდეგ. აკრძალულია სწრაფი, გარიგებული ყაიმები.
დღევანდელი გადასახედიდან არ მიგვაჩნია საჭიროდ განვასხვავოთ ასუჯრედიანი და სუპერ-ჭადრაკის ფიგურები ვიზუალურად, ამიტომ გთავაზობთ ერთნაირ ვიზუალს. დღეს მთავარია არჩევანი გაკეთდეს დაფის უჯრების რაოდენობის მიხედვით.
№ 5 სურათზე მოცემულია სუპერ-ჭადრაკის თეთრი ფერის ფიგურების ვიზუალური, მხატვრულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა,
სურ. № 5
მეფე (1), სუპერი (2), ლაზიერი (3), კუ (4), მხედრი (5), ეტლი (6) და პაიკი (7)
იგი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს. წარმოდგენილი დაფისა და ფიგურების რაოდენობა და ინდივიდუალობა განაპირობებს სრულიად ახალი სუპერ-ჭადრაკის თამაშის დაფუძნებას. თავისი განსხვავებული საჭადრაკო სტრატეგიით და სადებიუტო სისტემებით, დამატებული ახალი ფიგურით, რომლის შესაძლებლობებს მრავალი ჭადრაკის მოყვარული თავად გამოავლენს სხვადასხვა ტურნირებში.
№ 6 სურათზე მოცემულია სუპერ-ჭადრაკის ფოტო.
სურ. № 6
ახალი სუპერ-ჭადრაკი სიახლით, სირთულით და მრავალფეროვნებით აუცილებლად მიიზიდავს, როგორც პროფესიონალ ისე მოყვარულ მოჭადრაკეებს და რაღათქმა უნდა ბიზნესმენებს. სუპერ-ჭადრაკის კომპლექტების წარმოებისა და რეალიზაციისათვის, მაღალი რანგის ტურნირების ჩატარებისა და პროდუქციის რეკლამირების შესაძლებლობით, რაც უცილობლად შეუწყობს ხელს სუპერ-ჭადრაკის ფართოდ გავრცელებას.