ავტორის შესახებ

www.newchess.ge საიტის დამფუძნებელი ავთანდილ მემარნიშვილი დაიბადა ქ. თბილისში, 1947 წლის 8 იანვარს.
პროფესია: ინჟინერ-ქიმიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, აკადემიკოსი.
საქმიანობა: 21 (ოცდაერთი) მეცნიერული ნაშრომის ავტორი, მათ შორის 7 (შვიდი) გამოგონების. საქართველოს საინჯინრო აკადემიის მრჩეველი, ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი, ავტორი პოეტური კრებულების ,,ერთაწმინდის სამრეკლოდან“ (1991 წელი) და ,,ვეპაექრები პოეზიას“ (2012 წელი), თანაავტორი კრებულის ,,პოეტური სიტყვის რთველი“ (2010 წელი);
,,სრულიად საქართველოს გია აბესაძის საზოგადოების“ დამაარსებელი და თავმჯდომარე, ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში, საქართველოში გამართული მრავალი საჭადრაკო ტურნირის მონაწილე.
2005 წელს მიიღო საავტორო უფლება ორ გამოგონებაზე: ,,ასუჯრედიანი ჭადრაკი“ და ,,სუპერ-ჭადრაკი“. გამოსცა სამ ენაზე შედგენილი წიგნი ,,სუპერ-ჭადრაკი, არსი და პერსპექტივა“. იმავე წელს მიიღო საავტორო უფლება საჭადრაკო ტოტალიზატორის გამოგონებაზე და გამოსცა ორენოვანი წიგნი სახელწოდებით ,,სუპერ-ჭადრაკი და ტოტალიზატორი“.
წლების მანძილზე მისი ლექსები და პუბლიცისტური წერილები წარმატებიათ იბეჭდება საქართველოს მოწინავე ჟურნალ-გაზეთებში.
ჰყავს მეუღლე - მადონა ფოჩიანი და შვილები - დავითი და ნუნუ.

კონტაქტი

წერილი გაგზავნილია

მისამართი

საქართველო / თბილისი

+995 593 20 08 82

+995 551 22 00 90