ასუჯრედიანი ჭადრაკი
ასუჯრედიანი ჭადრაკი დამატებით შეიცავს ორ ვერტიკალს და ორ ჰორიზონტალს დამატებულს ჩვეულებრივი ჭადრაკის 64-უჯრედიან დაფაზე, მარჯვნივ (i,k) და ზევით (9,10), ერთი ფერის ფიგურები დამატებით შეიცავს: ერთ ლაზიერს, ერთ სუპერლაზიერს (სუპერს), ორ პაიკს, ჭადრაკის თეორიული საფუძვლების მოთხოვნას აკმაყოფილებს ასუჯრედიანი საჭადრაკო დაფის მდგომარეობით და მასზე ფიგურების საჭადრაკო ძალის სიდიდის და რაოდენობით მიხედვით განლაგების პრინციპით; განსაზღვრული აქვს დამატებული ახალი ფიგურის – სუპერის, რომელიც აერთიანებს ლაზიერის და მხედრის სვლებს, მხატვრულ-კონსტრუქციული სახე, დაფის გაზრდილი ზომების გამო საწყისი მდგომარეობიდან პაიკების გადაადგილების და როქის გაკეთების ახალი დამატებითი წესები, რაც ხელს უწყობს მეფის უსაფრთხოების გაზრდას, განაპირა პაიკების დაცვას, თამაშის შესაძლო ვარიანტების გამრავალფეროვნებას და გამწვავებას, ახლი ასუჯრედიანი ჭადრაკისადმი ცხოველი ინტერესის მნიშვნელოვნად გაძლიერებას.
ასუჯრედიანი ჭადრაკის ყველა ცნობილი ფიგურა მოძრაობს ისე, როგორც ტრადიციულ 64-უჯრედიან ჭადრაკში. სუპერი განთავსებულია დაფაზე ლაზიერის და მეფის ფიგურებს შორის, აერთიანებს ლაზიერის და მხედრის სვლებს და ვიზუალურად წარმოადგენს ლაზიერს თავზე მხედრის გამოსახულებით. მეორე ლაზიერი განთავსებულია მეფისა და კუს ფიგურებს შორის. #1 სურათზე მოცემულია ასუჯრედიან დაფაზე თეთრი და შავი ფიგურების განლაგება.
სურ. № 1
თეთრები: მეფე f1, სუპერი e1, ლაზიერები d1, g1; კუები c1, h1; მხედრები b1, i1;
ეტლები a1, k1; პაიკები: a2, b2, c2, d2, e2, f2, g2, h2, i2, k2;
შავები: მეფე f10; სუპერი e10; ლაზიერები d10 g10; კუები c10, h10; მხედრები d10, i10;
ეტლები a10, k10; პაიკები: a9,b9,c9,d9,e9, f9,g9,h9,i9,k9;
იგივეა თამაშის წესებიც, მხოლოდ რამდენიმე დამატებით. მაგალითად ყოველი პაიკი საწყისი უჯრიდან შეიძლება გადაადგილდეს ერთ, ორ ან სამ უჯრაზე მოთამაშის სურვილის მიხედვით, ასევე შესაძლებელია გავლაზე აყვანაც, როგორც ორ ისე სამ უჯრაზე გადაადგილებისას.
როქის გაკეთება შეიძლება ორი ვარიანტით, ორივე მხარეს. პირველი ვარიანტით როქი კეთდება ჩვეულებრივად, ეტლი მიედგმება მეფეს e1 უჯრაზე და მეფე გადაადგილდება მარცხნივ d1 უჯრაზე. ეს არის ღია გრძელი როქი 0-0-0; ხოლო როცა ეტლი მიედგმება მეფეს მარჯვნიდან g1 უჯრაზე და მეფე გადაადგილდება მარჯვნივ h1 უჯრაზე იქნება ღია მოკლე როქი 0-0;
მეორე დამატებითი წესითაც ორივე მხარეს კეთდება როქი, ოღონდ მეფის მიდგმით ეტლთან და ეტლის გადაადგილებით მეფის მხარეს მეორე უჯრაზე. მას დახურული როქი ეწოდება და აღინიშნება ბრჩხილებში. როცა მეფე გადაადგილდება მარცხნივ ეტლთან b1 უჯრაზე, ხოლო ეტლი c1-ზე, იქნება დახურული გრძელი როქი (0-0-0); როცა მეფე გადაადგილდება მარჯვნივ i1 უჯრაზე, ხოლო ეტლი h1-ზე – დახურული მოკლე როქი (0-0); ცხადია ანალოგიურად კეთდება როქი ორივე წესით შავი ფიგურებითაც.
განსხვავებულია თამაშის შედეგის შეფასებაც. მაგალითად პატი ითვლება გამარჯვებად. გამარჯვებული იწერს 2(ორ) ქულას. პატით წაგებულს ეწერება ½ (ნახევარი) ქულა. გამარჯვება შამათით ან მოწინააღმდეგის მიერ წაგების აღიარება შამათით ფასდება 3 (სამი) ქულით. წაგებულს ეწერება 0 (ნული) ქულა. ყაიმის შემთხვევაში ორივე მოთამაშეს ეწერება 1(ერთი) ქულა. ყაიმის დაფიქსირება შეიძლება მხოლოდ თამაშის პირველი საკონტროლო რეგლამენტის გასვლის შემდეგ. აკრძალულია სწრაფი, გარიგებული ყაიმები.
სურ. № 2
სურათზე მოცემულია ასუჯრედიანი ჭადრაკის თეთრი ფერის ფიგურების:
მეფის (1), სუპერის (2), ლაზიერის (3), კუს (4), მხედრის (5), ეტლის (6) და პაიკის (7) ვიზუალური, მხატვრულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა
იგი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს. წარმოდგენილი დაფისა და ფიგურების რაოდენობა და ინდივიდუალობა განაპირობებს სრულიად ახალი ასუჯრედიანი ჭადრაკის თამაშის დაფუძნებას. თავისი განსხვავებული საჭადრაკო სტრატეგიით და სადებიუტო სისტემებით, დამატებული ახალი ფიგურით, რომლის შესაძლებლობებს მრავალი ჭადრაკის მოყვარული თავად გამოავლენს და შეიგრძნობს სხვადასხვა ტურნირებში.
ახალი ასუჯრედიანი ჭადრაკი სიახლით, სირთულით და მრავალფეროვნებით აუცილებლად მიიზიდავს, როგორც პროფესიონალ ისე მოყვარულ მოჭადრაკეებს და რაღათქმა უნდა ბიზნესმენებს. ასუჯრედიანი ჭადრაკის კომპლექტების წარმოებისა და რეალიზაციისათვის, მაღალი რანგის ტურნირების ჩატარებისა და პროდუქციის რეკლამირების შესაძლებლობით, რაც უცილობლად შეუწყობს ხელს ასურედიანი ჭადრაკის ფართოდ გავრცელებას.
№ 3 სურათზე მოცემულია ასუჯრედიანი ჭადრაკის ფოტო.
ახალი ასუჯრედიანი ჭადრაკი თავისი სიახლით, სირთულეებითა და მრავალფეროვნებით აუცილებლად მოიზიდავს მოჭადრაკეებს, როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს და, რა თქმა უნდა, ბიზნესმენებს, ასუჯრედიანი ჭადრაკის სხვადასხვა ზომის კომპლექტების წარმოებისა და გავრცელებისთვის, მაღალი დონის ტურნირების ჩატარებისა და საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის. ეს ხელს შეუწყობს ასუჯრედიანი ჭადრაკის ფართო გამოყენებას.